გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში.
ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ:
ზუგდიდი. 13:50დან 18:30საათამდე – აბონენტებს სოფლებში ცაცხვი, ცაიში, დიდინეძი, ურთა. 15:30დან 18:30 საათამდე – სოფლებს ყულიშკარი, ჯიხაშკარი, ჭაქვინჯი.
ფოთი.10:30დან 20:00საათამდე – აბონენტებს იმერეთის, კოსტავას, 8 მარტის, კოკასა და მიმდებარე ქუჩებს.
სენაკი.11:00დან 18:30საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით – აბონენტებს სოფლებში ლეძაძამე, ფოცხო, უშაფათი, ძველი სენაკი.
მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

