ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, “ენერგო პრო ჯორჯია”-ს სამეგრელოს მოსახლეობას აფრთხილებს.
კომპანიიც ცნობით, 17 ნოემბერს, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ენერგომომარაგების შეეზღუდება სამეგრელოს შემდეგ ქალაქებს და მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 08:00-17:00 საათამდე 1104 აბონენტს ქ.ზუგდიდში ბენდელიანის, დ.აღმაშენებლის, ცაბაძის და მიმდებარე ქუჩებზე. 10:00-18:30 საათამდე 867 აბონენტს სოფლებში ცაიში, ცაცხვი, განმუხური, ანაკლია და მიმდებარე სოფლებში.
10:00-15:00 საათამდე 821 აბონენტს ქ.ზუგდიდში ქირიას, იაგო ზარქუას, რ.თაბუკაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
აბაშა – 12:00-16:00 საათამდე 175 აბონენტს ქ.აბაშაში თავისუფლების, რუსთაველის, აკაკის IV შესახევევი, გამსახურდიას ქუჩებზე ასევე, სოფელ წყემში.
ხობი– 12:00-18:00 საათამდე 243 აბონენტს ქ.ხობში დადიანის ქუჩის ნაწილში, ასევე სოფლებში ძველი და ახალი ხიბულა.
მარტვილი – 11:00-18:30 საათამდე 641 აბონენტს სოფლებში იჩხური, ნალეფსაო, ლეხაინდრაო და მიმდებარე სოფლებში.
წალენჯიხა – 09:00-18:30 საათამდე 122 აბონენტების ნაწილს სოფლებში ლია, ზღვაია, ჯვარის ნაწილში. 17:10-18:30 საათამდე 24 აბონენტს სოფელ ობუჯში.
ფოთი – 16:00-17:30 საათამდე 437 აბონენტს ქ.ფოთში რუსთაველის რკალი. წმ.გიორგის, სევასტოპოლის, სარსანიას და მიმდებარე ქუჩებზე. 17:00-18:30 საათამდე
593 აბონენტს ქ.ფოთში გურიის, თბილისის, ჭანტურიას, ლოლუას და მიმდებარე ქუჩებზე.
კომპანიიც ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.