18 წლამდე მოსახლეობის აცრა ჯერჯერობით არ იგეგმება – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, საქართველოში 18 წლამდე მოსახლეობის აცრა ჯერჯერობით არ იგეგმება.

“ეს საკითხი დაუშვა კანადამ. ჯერ მხოლოდ „ფაიზერზეა“ კვლევები 12-დან 18 წლამდ ასაკის მოსახლეობაში. „ასტრაზენეკაც“ ატარებს ამ კვლევებს. ალბათ შემოდგომამდე მაინც, სანამ ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროპის წამლის სააგენტო არ განიხილავს, ამაზე ჩვენთან საუბარი არ არის. თუმცა ეს საკითხი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბავშვების აცრის გარეშე პანდემიას მსოფლიო ვერ დაამარცხებს. ისინი არიან ინფექციის ძლიერი გამავრცელებლები, ამიტომ, მოგვიწევს ამ საკითხზე მუშაობა, მაგრამ ეს იქნება მოგვიანებით“,- განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი