18 აპრილს სამეგრელო-ზემო სვანეთში “ენერგო პრო ჯორჯია”-ს აბონენტების ნაწილს ელექტრომომარგება შეეზღუდება

18 აპრილს,სამეგრელო-ზემო სავნეთში,  გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს:

ზუგდიდი – 10:05-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1755 აბონენტს სოფლებში ორსანტია, კოკი,  კახათი, ნარაზენი, ჭაქვინჯი და მიმდებარე სოფლებში.

წალენჯიხა – 10:00-18:30 საათამდე მონაკვეთში 296 აბონენტს წალენჯიხაში ლევან II დადიანის, სტალინის, ზუგდიდის, ადამიას  ქუჩებზე, სოფლებში ეწერი, ლია, ჯგალი, ფახულანი.

მარტვილი – 10:35-18:30 საათამდე 2081 აბონენტს სოფლებში ნაგვაზაო, ლეხაინდრაო, ბანძა, ონოღია  და მიმდებარე სოფლებში.

ფოთი – 11:00-18:00 საათამდე 105 აბონენტს მალთაყვის დასახლება, გურიის ქუჩა.11:30დან 15:00 საათამდე 1263 აბონენტს სამეგრელოს, დავითაიას,  ნინოშვილის, აკაკის, გურამიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

სენაკი – 11:00-18:00 საათამდე  2913 აბონენტს სოფლებში ძველი სენაკი, ხორში,  ფოცხო,  უშაფათი, ზანა და მიმდებარე სოფლებში, ქ.სენაკში ღვინჯილიას ქუჩაზე.

აბაშა – 11:00-14:00საათამდე 123 აბონენტს ქ.აბაშაში  სოფელი სამიქაო, ქ.აბაშაში აკაკის IV შესახვევი.

ხობი – 12:00-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 919 აბონენტს სოფლებში ყულევი, ხიბულა, ძველი და ახალი ხიბულა, საჯიჯაო, ზუბი.

მესტია – 14:00-18:00 საათამდე  სოფლებში ზარდალში, ჟიბიანი, მულახი, დაბა მესტიის ნაწილი.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი