გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში.
ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ:
მარტვილი. 18 ოქტომბერს 10:00დან 18:00 საათამდე – მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს სოფლებში ბანძა, ლეხაინდრაო, ნაჯახაო, სალხინო, დიდიჭყონი, კიწია, გაჭედილი, კურზუ, აბედათი და მიმდებარე სოფლებს.
ზუგდიდი. 20 ოქტომბერს 09:30დან 19:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში დარჩელი, დიდინეძი, ორსანტია, განმუხური, ორულუ, ერგეტა. 10:00დან 18:30 საათამდე -აბონენტებს სოფლებში აბასთუმანი, ხეცერა, ნარაზენი, ურთა, ძვ,აბასთუმანი, ახ.აბასთუმანი, შამადელა, ქ.ზუგდიდში შარტავას, ლაშა გიორგის, ფაზისის, მესხის და მიმდებარე ქუჩებზე.
სენაკი. 20 ოქტომბერს 11:00დან 18:00 საათამდე – აბონენტებს ქ.სენაკში მშვიდობის, ნოე შონიას, ელივას, ჯავახიშვილის, ჯანაშიას, ხუბულავას და მიმდებარე ქუჩებს, სოფელ ძველი სენაკს.
მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.