18 იანვარს, სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება. “ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, ენერგომომარაგების შეზღუდვის მიზეზი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
შეზღუდვები ეხება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 10:30-18:30 საათამდე 1506 აბონენტს სოფლებში აბასთუმანი, , ნარაზენი, ჭაქვინჯი, კორცხელი და მიმდებარე სოფლებში.
ფოთი – 11:30-14:30 საათამდე 232 აბონენტს ქ.ფოთში იმერეთის, კოსტავას, დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე. 12:00დან 16:00 საათამდე 351 აბონენტს ზვიად გამსახურდიას, მალთაყვის დასახლება, გურიის და მიმდებარე ქუჩებზე.
ხობი– 11:00 დან 14:00 საათამდე 888 აბონენტს ქ.ხობში დადიანის ქუჩაზე, ასევე სოფლებში ახალი სოფელი, პირველი ხორგა, საგვიჩიო და მიმდებარე სოფლებში.
წალენჯიხა – 11:30 დან 18:30 საათამდე 331 აბონენტს ქ.წალენჯიხაში სალიას, ტაბიძის, გრანელის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში მუჟავა, ჯვარის ნაწილში.
ჩხოროწყუ– 11:00 დან 17:30 საათამდე 199 აბონენტს სოფლებში სოფელ ლესიჭინეში.
მარტვილი – 11:50 დან 17:30 საათამდე 1053 აბონენტს სოფლებში გაჭედილი, ბალდა, დღვანა, კურზუ და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.