18 ნოემბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

აბონენტების ნაწილს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ:

ფოთი. 10:00დან 19:00საათამდე -აბონენტებს ბარათაშვილის, ჭყონდიდელის, კონსტიტუციის, გამსახურდიას, თბილისის, მშვიდობის, გურამიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

ზუგდიდი. 11:00დან 18:30საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით – აბონენტებს ქ.ზუგდიდში პუშკინის, გურამიშვილის, რ. თაბუკაშვილის, აღმაშენებლის, ბარამიას, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებში დარჩელი, კახათი, ჭითაწყარი, ახალსოფელი, რუხი და მიმდებარე სოფლებს.

ხობი. 12:00დან 18:30საათამდე – აბონენტებს სოფლებში ახალი ხიბულა, ძველი ხიბულა, საჯიჯაო, ხიბულა.

მარტვილი. 11:00დან 11:10საათამდე და 16:00დან 16:10საათამდე – აბონენტებს სოფლებში ბანძა, ლეხაინდრაო, ვედიდკარი, ნაგებერაო, ჯოლევი და მიმდებარე სოფლებს.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი