28 ოქტომბერს გასამართ მეორე ტურს საქართველოს პარლამენტის წევრი, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ეხმაურება:
,,28 ნოემბერს ზუგდიდი დანარჩენ საქართველოსთან ერთად მნიშვნელოვან არჩევანს გააკეთებს. ეს იქნება ერთგვარი ტესტი, თუ რამდენად ღირებულია ჩვენთვის ჭეშმარიტი ფასეულობები და მისი დაცვა, ვბრუნდებით უკან წარსულში თუ ვირჩევთ მომავალს და ვაგრძელებთ განვითარებას. დარწმუნებული ვარ ჩვენ პრინციპულ და სწორ არჩევანს გავაკეთებთ, ეს სალომე ზურაბიშვილი და ქართული ოცნებაა – N48.
გვახსოვდეს, რომ დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებით ვდგამთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წარმატებული მომავლისკენ” -აცხადებს მერაბ ქვარაია.