19 აპრილს ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება

19 აპრილს, რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება. ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იქნება ერთგვარი პრელუდია 15 მაისის აქციისთვის, რომ მოსახლეობას ოპოზიციის გეგმების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია.

ცნობისთვის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, ის განიხილავს ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.

კომენტარები

დატოვე კომენტარი