საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 55 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 23 675 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 418 027-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 178 151 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 15 459 პაციენტი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 31.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 30.24% ხოლო 7 დღის მანძილზე – 33.04%.