19 დეკემბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ:

ზუგდიდი. 10:20დან 18:30საათამდე – მონაკვეთში, მონაცვლეობით აბონენტებს სოფლებში ინგირი, ჭითაწყარი, ცაიში, კორცხელი, კახათი, ორსანტია და მიმდებარე სოფლებს, ქ.ზუგდიდში თამარ მეფის, რუსთაველის, მესხის, კოლხიდის, აღმაშენებლის, თავისუფლების და მიმდებარე ქუჩებს.

ფოთი. 10:00დან 19:00საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს ჭავჭავაძის, მზარელუას, ფიროსმანის, რუსთავის, შავი ზღვის, ფალიაშვილის, სამეგრელოს და მიმდებარე ქუჩებს, ახალი პორტი.

წალენჯიხა. 11:00დან 19:0საათამდე – აბონენტებს სოფლებში ობუჯი, ნაკიფუ, ზღვაია და მიმდებარე სოფლებს, წალენჯიხაში ლევან II დადიანის, 26 მაისის და მიმდებარე ქუჩებს.

აბაშა. 14:00დან 18:00საათამდე -აბონენტებს სოფლებსში მაიდანი, სამიქაო, ონტოფო, ქოლობანი და მიმდებარე სოფლებს, ქ.აბასაში აკაკის ქუჩის IV შესახვევს.

სენაკი. 12:00დან 16:00საათამდე – მონაკვეთში, მონაცვლეობით აბონენტებს სოფელ ფოცხოში, ქ.სენაკში რუსთაველის, აღმაშენებლის, კოსტავას, ჯავახიშვილის, ბარათაშვილის, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებს, ცენტრალურ ბაზარს და მიმდებარე ტერიტორიას.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი