19 თებერვალს, სამეგრელოს რეგიონში, “ენერგო პრო ჯორჯია”-ს აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ.
კომპანიის ინფორმციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე 1689 აბონენტს ქ.ზუგდიდში ჯანაშიას, წყალსადენის და მიმდებარე ქუჩების ნაწილს, ასევე სოფლებში ყულიშკარი, დარჩელი, ზედაეწერი, ახ.აბასთუმანი, კორცხელი და მიმდებარე სოფლებში.
ფოთი -10:30-14:30 საათამდე 368 აბონენტს 9 აპრილის ხეივანი, მიქაბერიძის, ლიეპაიას და მიმდებარე ქუჩებზე.
ჩხოროწყუ – 11:00-18:00 საათამდე 638 აბონენტს სოფლებში ახუთი, ნოღა, ქვედა ჩხოროწყუ, მარტვილში სოფელი კიწია(ნოღა).
აბაშა – 12:00-15:00 საათამდე 150 აბონენტს სოფლებში ძველი აბაშა, ონტოფოში.
მარტვილი – 11:00-18:00 საათამდე 1280 აბონენტს ქ.მარტვილში მშვიდობის, ჭყონდიდელის, ჩიქვანაიას , თავისუფლების ქუჩებზე, ასევე სოფლებში ხუნწი, ნაგვაზაო, ნახარებაო, ქვაითში. 12:00-16:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 247 აბონენტს სოფლებში ჯოლევი, აბედათი, ინჩხურის ნაწილში.
ხობი – 12:00-18:00 საათამდე 63 აბონენტს სოფლებში ძველი ხიბულა და ახალი ხიბულა.
წალენჯიხა – 11:00-18:00საათამდე 604 აბონენტს ქ.წალენჯიხაში სტალინის, ლევან II დადიანის ქუჩებზე, ასევე სოფლებში ეწერი, ჩქვალერი, ჯვარის ნაწილი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.