19 წლის შემდეგ ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნდა

ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, ლევან მამალაძე 19 წლის შემდეგ, საქართველოში პარლამენტის მიერ მიღებული “ამნისტიის შესახებ” კანონის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლით ჩამოვიდა.

ექსკლუზიური კადრები “TV პირველმა გაავრცელა. “მე სამშობლოში დავბრუნდი”, – უთხრა მამალაძემ ტელევიზიას.

“პოლიტიკაში შესვლას არ ვაპირებ. მე ვიყავი პოლიტიკაში, მაღალი თანამდებობებიც მქონდა, გავლენებიც მქონდა შესაბამისი. პოლიტიკაში ყოფნა ეს არის ხელისუფლებისთვის ბრძოლა, მე არ ვაპირებ ხელისუფლებისთვის ბრძოლას, მაგრამ ვიქნები პოლიტიკასთან”, – განაცხადა მამალაძემ.

ცნობისთვის, ლევან მამალაძეს 17 წელი ჰქონდა მისჯილი და ინტერპოლის ცირკულარით იძებნებოდა. მამალაძემ საქართველო ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ დატოვა. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვა ედებოდა და 2006 წელს, თავისუფლების 17 წლით აღკვეთა მიესაჯა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი