2 აგვისტოს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

2 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდი. 10:00-18:30 საათამდე  მონაკვეთში მონაცვლეობით 3097 აბონენტს ქ.ზუგდიდში  აღმაშენებლის,  ბარამიას, რუსთაველის, ქირიას, ჭალადიდელის და მიმდებარე  ქუჩებზე,  სოფლებში კახათი, კოლხიდა, ერგეტა, ანაკლია,  ნარაზენი, ორულუ და მიმდებარე სოფლების ნაწილში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსა-დღვაბა.

მარტვილი. 11:00-17:00 საათამდე 155 აბონენტს სოფლებში ვედიდკარი, მუხურჩა.

ფოთი. 11:15-16:15 საათამდე 333 აბონენტს 9 აპრილის ხეივანი, ჩხეიძის, გეგიძის, შავი ზღვის, რეკვავას, მოწერელიას ქუჩებზე.

სენაკი. 11:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 2256 აბონენტს ქ.სენაკში რუსთაველის, ნუცუბიძის, ჩხეტიას, გორის და მიმდებარე ქუჩებზე,  სოფელი ზანა.

აბაშა.11:00-15:00 საათამდე 41 აბონენტს სოფელ ნაესაკოვო, ქ.აბაშაში აკაკის ქუჩა.

წალენჯიხა. 10:15-18:00 სათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 734 აბონენტს სოფლებში ეწერი, ჩქვალერი, ჯვარი და მიმდებარე სოფლების ნაწილში, წალენჯიხაში ზუგდიდის, სტალინის, ლევან II დადიანის, ადამიას ქუჩების ნაწილს.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი