2 მარტს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ: 

ზუგდიდი. 11:00დან 15:00საათამდე – აბონენტებს სოფლებში ჩხორია, ჭკადუაში, ტყაია და მიმდებარე სოფლებს. 11:00დან 16:00საათამდე  – აბონენტებს სოფლებში დარჩელი, ანაკლია, განმუხური, დიდინეძი და მიმდებარე სოფლებს. 11:00დან 11:05საათამდე 15:55დან 16:00საათამდე  – აბონენტებს სოფლებში კახათი, ინგირი, თარგამული და მიმდებარე სოფლებს, აღმაშენებლის ქუჩას.

ფოთი. 10:30დან 18:30საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს  მშვიდობის, დუმბაძის, 9 აპრილის ხეივანს, თამარ მეფის, სამეგრელოსა და მიმდებარე ქუჩებს.

მარტვილი11:00დან 11:05საათამდე 16:55დან 17:00საათამდე  – აბონენტებს სოფლებში ბანძა, ვედიდკარი, ლეხაინდრაო, აბედათი და მიმდებარე სოფლებს.

წალენჯიხა. 11:00დან 15:00საათამდე – აბონენტებს სოფლებში ლია, ფახულანი და მიმდებარე სოფლებს.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი