გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
წალენჯიხაში – 11:00დან 19:00საათამდე აბონენტებს სოფლებში ჯგალი, სამიქა, ქ.წალენჯიხაში წმ.ნინოს, შანავას, ლევან II დადიანის, უბილავას და მიმდებარე ქუჩებზე.
სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.