20 აგვისტოს, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, სამეგრელოში, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

20 აგვისტოს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:

ზუგდიდი – 06:00-09:00 საათამდე  42 აბონენტს სოფლებში: ანაკლია და განმუხური, ასევე დარჩელის და ბერიას ქუჩებს.

10:00-18:30  საათამდე 927 აბონენტს სოფლებში: ჭკადუაში, ლია, ჩხორია, კორცხელი, ჭაქვინჯი, ყულიშკარი და მიმდებარე სოფლებს.

16:00-დან 17:00 საათამდე 1500 აბონენტს კრილოვის, გრიბოედოვის, ერისთავის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებს.

წალენჯიხა – 10:00-18:00 საათამდე 847  აბონენტს სოფლებში: საჩინო, ნაგურუ, ჯგალი და მიმდებარე სოფლებს, ასევე წმ.ნინოს, შანავას და მიმდებარე ქუჩებს.

სენაკი – 11:00-17:00 საათამდე 1851 აბონენტს  რუსთაველის, კანკიას, ნუცუბიძის, ადამიას და მიმდებარე ქუჩებს.

ჩხოროწყუ – 11:00-18:00 საათამდე 27 აბონენტს სოფლებში: ლესიჭინე.

ხობი – 11:00-18:00 საათამდე 783 აბონენტს სოფლებში: საჯიჯაო და ნარაზენი.

აბაშა –  11:00-15:00 საათამდე 67  აბონენტს სოფლებში: ქოლობანი.

მარტვილი – 07:00-14:00 საათამდე 4856 აბონენტს სოფლებში: დიდიჭყონი, თამაკონი, ტალერი, გაჭედილი, ნოღა და მიმდებარე სოფლებს.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტთა  ენერგომომარაგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი