20 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით, “ენერგო პრო ჯორჯია” მოსახლეობას აფრთხილებს. კომპანიის ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ენერგომომარაგებაა შეეზღუდება სამეგრელოს შემდეგ ქალაქებს და მუნიციპალიტეტებ:
ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე 698 აბონენტს სოფელ ჭკადუაში, ლია, ჩხორია. 11:40-18:30 საათამდე 4751 აბონენტს ქ.ზუგდიდში კ.გამსახურდიას, ბარამიას, ბენდელიანის, ჩიტაძის II შესახვევი და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში კახათი, ჭითაწყარი, რუხი, ოდიში და მიმდებარე სოფლების ნაწილი. 13:30-17:30 საათამდე 413 აბონენტს ქ.ზუგდიდში, მოსაშვილის, მექაღალდის, წყალსადენის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფელ ახალი აბასთუმანში.
წალენჯიხა – 11:00-18:00 საათამდე 1596 აბონენტს ქ.წალენჯიხაში შეროზიას, ლევან მეორე დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ობუჯი,ზღვაია, საჩინო, დაბა ჯვარის ნაწილი და მიმდებარე სოფლებში.
ფოთი – 12:00-15:00 საათამდე პერიოდში 8029 აბონენტს მონაცვლეობით ქ.ფოთში აღმაშენებლის, 9 აპრილის ხეივანი, რუსთაველი რკალი, ფარნავაზ მეფისა და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-14:00 საათამდე 384 აბონენტს ქ.ფოთში კოკაიას, ელადას, მამუკა კაცაძის და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-18:00 საათამდე 271 აბონენტს სამეგრელოს, დავითაიას, ერთობის და მიმდებარე ქუჩებზე.
ჩხოროწყუ – 11:00-18:00 საათამდე 588 აბონენტს სოფლებში ხაბუმე , ჭოღა.
მარტვილი – 13:00-16:00 საათამდე 120 აბონენტს სოფლებში გურძემი, კიწია, კურზუ.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.