გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
წალენჯიხაში – 11:00დან 17:30საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით აბონენტებს სოფლებში მუჟავა, ჭალე, ჯვარის ნაწილს. 10:00დან 19:00საათამდე ქ.წალენჯიხაში მიქავას, სალიას, წმ.ნინოს, ლევან II დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში მიქავა, ნაკიფუ, ზუმი.
სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.