20 თებერვალს, სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო პრო ჯორჯია”ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, ენერგომომარაგება შეეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე 1013 აბონენტს მონაცვლეობით სოფლებში რუხი, ორსანტია, ოქტომბერი, კოკი, კახათის ნაწილში.
11:00-13:00 საათამდე 8342 აბონენტს ქ.ზუგდიდში ჩიქოვანის, ჭავჭავაძის, წერეთლის, ჩიტაძის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში რიყე, კორცხელი, ოდიში, ზედაეწერი და მიმდებარე სოფლებში.
ფოთი – 12:00-16:00 საათამდე 268 აბონენტს ქ.ფოთში აღმაშენებლის, დუმბაძის, ნიკოლაძის სანაპირო და მიმდებარე ქუჩებზე. 15:00-16:30 საათამდე 73 აბონენტს მე-7 კმ, ლარნაკას, ვიქტორ კრატასიუკის ქუჩებზე.
აბაშა – 12:00-15:00 საათამდე 76 აბონენტს ქ.აბაშაში დ.კაჭარავას I შესახვევი, , აკაკის IVშესახვევის , 26 მაისის, თავისუფლების ქუჩებზე.
მარტვილი – 11:45-18:00 საათამდე 1010 აბონენტს სოფლებში ლეხაინდრაო, ნაჯახაო, ბანძა, ნაგვაზაო.
წალენჯიხა – 11:50-18:00 საათამდე 1516 აბონენტს ქ.წალენჯიხაში წმ.ნინოს, ი.შანავას, ლევან II დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ჯგალი, საჩინო, დ.ჯვარის ნაწილი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.