2018 წლის ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა საქართველოში ნორმაზე მაღალი იქნება

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ( WMO)-ს ექსპერტების დასკვნით, 2018 წლის ზაფხულში წინა წლებთან შედარებით, ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი ტემპერატურა იქნება, –  ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც ორგანიზაციის ექსპერტები ვარაუდობენ, ბალკანეთის ნახევარკუნძულის, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს და კავკასიის რეგიონში ზაფხულში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე (საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობა) მაღალი, ხოლო ნალექი ნორმაზე ნაკლებია მოსალოდნელი.

ექსპერტების დასკვნით, საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 60%-იანი ალბათობით ნორმაზე 1- 2 გრადუსით მაღალი, ხოლო ნალექი, 45%-იანი ალბათობით, ნორმაზე ნაკლები იქნება.

ზაფხულის სეზონზე ნალექების ნორმა შავი ზღვის სანაპირო ზოლში 500-580 მმ, კოლხეთის დაბლობზე 250-500 მმ, მთაში 220-260 მმ, მაღალ მთაში 300-350 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 150-300 მთასა და მაღალ მთაში 190-300 მმ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი