2020 წელს სოციალური სახლი ზუგდიდში 11 ოჯახს უკონკურსოდ აუშენდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას გადაწყვეტილებით, 2020 წელს, სოციალური სახლი 11 ოჯახს უკონკურსოდ აუშენდება, აღნიშნული გადაწყვეტილება ბენეფიციარებს კომისიის სხდომაზე პირადად გააცნეს.

“ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება რომელიც მივიღეთ, იმ ოჯახებს, რომლებმაც 26, 27 და 28 ქულა დააგროვეს და პრიორიტეტულ ოჯახებს შორის ვერ მოხვდნენ, მომავალ წელს სახლები უკონკურსოდ აუშენდებათ, ხოლო დანარჩენი 14 ოჯახი კომისიის წესით აირჩევა. გილოცავთ ამ გადაწყვეტილებას და წარმატებებს გისურვებთ“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ახალმოსახლეთა შორის 49 ბენეფიციარია, მათ შორის 20 ბავშვია. მიმდინარე წელს ახალი სახლი 27 ოჯახს აუშენდება.

მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური პროექტია, რომლის განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან დღემდე 91 სახლი აშენდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი