2022 წლისთვის მასწავლებლის ხელფასმა უნდა შეადგინოს 1500-დან 1800 ლარამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პედაგოგებისთვის ხელფასის ზრდა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
მამუკა ბახტაძის განმარტებით, ხელფასების ზრდა წელსვე დაიწყება, რაც კვალიფიკაციის ზრდის პარალელურად უნდა ხდებოდეს.
მამუკა ბახტაძის თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება მეთოდოლოგიაში და მასწავლებლებს ექნებათ თავისუფლება სასწავლო პროგრამების შერჩევის თვალსაზრისით.
ამასთან, პრემიერის ინფორმაციით, სკოლა მნიშვნელოვნად წარმოჩინდება და ექნება თავისუფლების ძალიან მაღალი ხარისხი.