21 და 23 თებერვალს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ: 

ზუგდიდი. 21 თებერვალს 09:30დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს სოფლებში ინგირი, ნარაზენი, შამადელა, ახალსოფელი, ოირემე.

მარტვილი. 21 თებერვალს 11:00დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში  სალხინო, დიდიჭყონი, დოსაყე, ჭყონი.

ჩხოროწყუ. 23 თებერვალს  11:00დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ლესიჭინე, ქვედა ჩხოროწყუ.

სენაკი.  23 თებერვალს  11:00დან 18:00საათამდე – აბონენტებს სოფლებში

ზანა, ხორში, ქ.სენაკში ურიდიას, მშვიდობის, ფოთისდა მიმდებარე ქუჩებზე.

ფოთი. 23 თებერვალს  10:10დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს გურიის, გამსახურდიას, აფხაზეთის,  ლოლუას, აკაკის, წურწუმიას და მიმდებარე ქუჩებზე, 

.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი