21 დეკემბერს, სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო პრო ჯორჯია” ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე 2346 აბონენტს სოფლებში ყულიშკარი, კორცხელი, ორულუ, აბასთუმანი და მიმდებარე სოფლებში, ხობში სოფელ თორსა-დღვაბაში. 13:30 დან 17:30 საათამდე 251 აბონენტს ქ.ზუგდიდში კობახიძის, პუშკინის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებზე.
წალენჯიხა – 11:00-17:00 საათამდე 2227 აბონენტს ქ.წალენჯიხაში მიქავას, კვარაცხელიას, სალიას, წმ.ნინოს და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ლია, ტყაია, მიქავა და მიმდებარე სოფლებში. 12:00-16:00 საათამდე 485 აბონენტს სოფლებში ჩქვალერი, საჩინო, დაბა ჯვარის ნაწილი.
ხობი – 12:00-14:30 საათამდე შუალედში 30 წუთით 1415 აბონენტს ქ.ხობში დადიანის ქუჩაზე, ასევე სოფელებში ხეთა, თორსა, ოქროს საწმისი, ხამისქური და მიმდებარე სოფლებში.
მარტვილი – 12:00-16:00 საათამდე 102 აბონენტს სოფლებში კიწია, თამაკონი, ინჩხური და მიმდებარე სოფლებში. 14:00-16:00 საათამდე 1009 აბონენტს სოფლებში ლეხაინდრაო, ნაჯახაო, ბანძა, ნაგვაზაო.
როგორც “ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.