21 მარტს, სამეგრელოში, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგია შეეზღუდება.
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს შემდეგ მუნიციპალიტეტებში:
ზუგდიდი -10:00-18:30 საათამდე 2655 აბონენტს ქ.ზუგდიდში აღმაშენებლის, შარტავას, დემურიას, პუშკინის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ერგეტა, ნაწულუკუ, კორცხელი,კოლხიდა და მიმდებარე სოფლებში.
მარტვილი – 11:30-18:30 საათამდე 607 აბონენტს სოფლებში ნალეფსაო, კურზუ, დღვანა და მიმდებარე სოფლებში.
ხობი – 11:00-17:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 8 აბონენტს სოფელ პატარა ფოთში.
წალენჯიხა – 12:00-14:00 საათამდე 178 აბონენტს ქ.წალენჯიხაში ჭურღულაიას, სალიას, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე.
აბაშა – 11:00-17:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 643 აბონენტს სოფლებში ზანათი, ნორიო, ძველი აბაშა, მარანი და მიმდებარე სოფლების ნაწილში.
სენაკი – 11:00-18:30 საათამდე მონაკვეთში 2382 აბონენტს სოფლებში ზანა, ახალსოფელი, ქ.სენაკში მშვიდობის, კოსტავას, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე.
ჩხოროწყუ – 11:00-13:30საათამდე 94 აბონენტს ქ.ჩხოროწყუში ფირცხელავას, ლესელიძის, ყაზბეგის, რუსთაველის ქუჩებზე, სოფელ გარახაში.
ფოთი – 11:00-14:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 2270 აბონენტს ქ.ფოთში ფალიაშვილის, მზარეულას, ფიროსმანის, ნინოშვილის, კოლხეთის და მიმდებარე ქუჩებზე.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.