„ენერგო პრო ჯორჯია“ სამეგრელოს მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 21 სექტემბერს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება შემდეგ ქალაქებს და მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე 884 აბონენტს ქ.ზუგდიდში აღმაშნებლის ქუჩაზე, ასევე სოფლებში ცაცხვი, ცაიში, კახათი , ნაწილში და მიმდებარე სოფლებში.
ხობში 11:00-14:00 საათამდე სოფელ ხამისკურში, 897 აბონენტს ეტაპობრივად, ქ.ზუგდიდში სოხუმის, სააკაძის, ბორჯომის, პუშკინის და მიმდებარე ქუჩებზე. 14:00-18:00 საათამდე 1700 აბონენტს ეტაპობრივად, სოფლებში რუხი, რიყე, ნაწულუკუ ტყაიაში.
ფოთი – 11:30-14:10 საათამდე 2914 აბონენტს ეტაპობრივად, ქ.ფოთში ზ.გამსახურდიას, ჭყონდიდელის, ბარათაშვილის, ლერმონტოვის, მალთაყვის დასახლება, გურიის ჩიხი და მიმდებარე ქუჩებზე.
ხობი – 11:30-14:00 საათამდე 871 აბონენტს სოფლებში ძველი და ახალი ხიბულა, საჯიჯაო, ზუმი.
წალენჯიხა -12:00-18:00 საათამდე 480 აბონენტს სოფელ ჩქვალერში, საჩინო და დაბა ჯვარში.
სენაკი – 06:30-08:00 საათამდე 688 აბონენტს სოფლებში გეჯეთი, ნოსირი.
მარტვილი – 12:00-18:30 საათამდე 128 აბონენტს სოფლებში დოშაყე და დ/ჭყონში. 12:00-18:00 საათამდე 178 აბონენტს სოფლებში ქვაითი და ინჩხურში.
აბაშა – 06:30-08:00 საათამდე 9018 აბონენტს აბაშის რაიონში მთლიანად (გარდა ქ/ს დაფნარიდან ფიდერი I მაისისა). 11:00-18:00 საათამდე 113 აბონენტს ქ.აბაშაში დ.კაჭარავას ქ. I და II შესახვევი, აკაკის IV შესახვევი , ნოღოხაში და მიმდებარე ქუჩებზე.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.