22 დეკემბერს, სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო პრო ჯორჯია” ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება შეეზღუდება შემდეგ ქალაქებს და მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 09:00-18:30 საათამდე 822 აბონენტს ქ.ზუგდიდში აღმაშენებლის, ქირიას, უჩაშონიას და მიმდებარე ქუჩებზე. 10:00-13:00 საათამდე 784 აბონენტს შარტავას, ქუთაისის, ფურცელაძის და მიმდებარე ქუჩებზე. 10:00-18:30 საათამდე 3201 აბონენტს სოფლებში ერგეტა, რუხი, დიდინეძი, ჭკადუაში, ურთა და მიმდებარე სოფლებში.
წალენჯიხა – 11:00-17:30 საათამდე 1125 აბონენტს ქ.წალენჯიხაში ქიაჩელის, კალანდიას, რუსთაველი, სტალინის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ლია, ტყაია, მიქავა და მიმდებარე სოფლებში. 11:00-15:00 საათამდე 95 აბონენტს სოფლებში ჭალე, მუჟავა, ჯვარში საჯაიას ქუჩა, ოჭანეს უბანი.
ხობი – 11:00-18:30 საათამდე შუალედში 1333 აბონენტს მონაცვლეობით ქ.ხობში დადიანის ქუჩაზე, ასევე სოფელებში საჯიჯაო, გაღმა საჯიჯაო, ნარაზენში.
მარტვილი – 11:00-14:00 საათამდე 131 აბონენტს სოფლებში ნახურცილაო, გურძემი, თამაკონი, ხუნწი.
კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.