გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 ივნისს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ზუგდიდი. 10:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 383 აბონენტს სოფლებში კოლხიდა, კახათი, თარგამული, რუხის ნაწილი და მიმდებარე სოფლებში, ქ.ზუგდიდში აღმაშენებლის და სოხუმის ქუჩების ნაწილში.
ფოთი.10:00-15:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 3908 აბონენტს გურიის, ზვიად გამსახურდიას, ნინოშვილის, აკაკის, რუსთაველის რკალი, მალთაყვის დასახლება, ლარნაკას და მიმდებარე ქუჩებზე.
აბაშა. 11:00-15:00 საათამდე 13 აბონენტს ქ.აბაშაში აკაკის IV შესახვევი, სოფელი პირველი მაისი.
ხობი. 11:00-18:00 საათამდე 1695 აბონენტს სოფლებში ხეთა, ხამისქური, თორსა, პირველი მაისი და მიმდებარე სოფლებში.
სენაკი. 11:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 4029 აბონენტს ქ.სენაკში მშვიდობის, კოსტავას, გამსახურდიას, ჭავჭავაძის, ქიაჩელის, უნივერსიტეტის , ცერცვაძის და მიმდებარე ქუჩებზე, სამხედრო ქალაქი,
სოფლებში ახალსოფელი, გეჯეთი, ნოსირი,ლეძაძამე, ხორში, თეკლათი და მიმდებარე სოფლებში.
წალენჯიხა. 11:00-18:00 საათამდე 940 აბონენტს ქ.წალენჯიხაში წმ.ნინოს, მეუნარგიას, სოხუმის, მიქავას, ლევან II დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში მიქავა, ჯვარი, ჯვარზენი, ჯგალი, ზუმი.
ჩხოროწყუ. 11:30-18:00 საათამდე 376 აბონენტს სოფლებში კირცხი, სარაქონი, ლეწურწუმე.
მარტვილი. 12:00-16:00 საათამდე 956 აბონენტს სოფლებში კიწია, გურძემი, ნოღა, ნახარებაო და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.