22 მაისს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს, – ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო პრო ჯორჯია” ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, გეგმიური სამუშაოების გამო, ენერგომომარაგება შეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
წალენჯიხა – 11:00=18:00 საათამდე 169 აბონენტს სოფლებში სქური, ჯგალი, მუჟავა.
მარტვილი – 11:00-18:30 საათამდე 220 აბონენტს სოფლებში სალხინო, ტალერი, კურზუ, ჭყონი, დ.ჭყონი.
აბაშა – 11:00-17:00 საათამდე მონაკვეთში 152 აბონენტს სოფლებში მაიდანი, სამიქაო, ონტოფო, ქ.აბაშაში აკაკის IV შესახვევი.
ზუგდიდი – 01:00-08:00 საათამდე 19102 აბონენტს ქ.ზუგდიდში კრილოვის, ერისთავის, გრიბოედოვის, აღმაშენებლის, რუსთაველის, ტოლსტოის, კ.გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში აკვაპარკი, განმუხური, ინგირი, ანაკლია, კახათი, ცაიში, ძველი აბასთუმანი და მიმდებარე სოფლებში,
ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხამისკური, განთიადში.
ფოთი – 11:00-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 433 აბონენტს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა(4 აბონენტი), ჭავჭავაძის, ყაზბეგის, შავი ზღვის, ცხადაიას და მიმდებარე ქუჩებზე.
“ენერგო პრო ჯორჯია”ს ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.