საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 23 134 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 33 ადამიანი, ხოლო 17 594 პირი გამოჯანმრთელდა.
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 76 205 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 48 711, PCR ტესტით – 27 494
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 30,36%, ბოლო 14 დღის – 26,16%, ბოლო 7 დღის – 29,28%
სულ აცრილია – 2 747 141, დღიურად აცრილია – 4 224.