23 იანვარს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 იანვარს  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პროჯორჯიას” ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე  მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ოქტომბერს,კოკის,ახ.აბასთუმანს,კახათს,განმუხურს,ანაკლიასა და მიმდებარე სოფლებს.

მარტვილში – 11:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს: კიწიას,ნოღას,ჭყონსა და მიმდებარე სოფლებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი