გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს:
ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ოქტომბერს, კოკის, ახ.აბასთუმანს, კახათს, განმუხურს, ანაკლიასა და მიმდებარე სოფლებს.
მარტვილში – 11:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს: კიწიას, ნოღას, ჭყონსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.