23 ოქტომბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ:

ფოთი. 11:00დან 16:00საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს ახალი რაიონი, მალთაყვის დასახლებას, გურიის, გამსახურდიას, აკაკის, ზამბახიძის, ლარნაკას, ფალიაშვილის, რუსთაველის რკალსა და მიმდებარე ქუჩებს.

მარტვილი. 11:00დან 18:30საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს სოფლებში ბანძა, მუხურჩა, ვედიდკარი, ლეხაინდრაო, ონოღია, ნაჯახაო, ნაგებერაო, გურძემი და მიმდებარე სოფლებს. 11:00დან 17:00საათამდე – აბონენტებს სოფლებში ტალერი, კურზუ, დღვანა, სალხინო, დიდიჭყონი, დობერაზენი, ჭყონი და მიმდებარე სოფლებს.

აბაშა. 13:00დან 14:30საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს ქ.აბაშაში თავისუფლების, აკაკის, დ.კაჭარავას, თამარ მეფისა და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს ძველი აბაშა, მაიდანი, ონტოფო, ნორიო, გეზათი, ზანათი და მიმდებარე სოფლებს.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი