23 სექტემბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

“ენერგო-პრო ჯორჯოა”-ს ინფორმაციით, 23 სექტემბერს, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:


ზუგდიდი. 10:00დან 14:00საათამდე აბონენტებს სოფელ ინგირში, ქ.ზუგდიდში სერგიას, თამარ მეფის, რუსთაველის, სხულუხიას, 9 მაისის, სააკაძის და მიმდებარე ქუჩებს. 10:30დან 17:00საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით, სოფლებს ახალკახათი, ოქტომბერი, კახათი, კოკი, დარჩელი, ახ.აბასთუმანი,ინგირი და მიმდებარე სოფლებს, ქ.ზუგდიდში აღმაშენებლის ქუჩას. 12:00დან 16:00საათამდე სოფლებს დარჩელი, დიდინეძი, ორსანტია, ორულუ, ერგეტა.


სენაკი. 11:00დან 14:00საათამდე აბონენტს სოფელ თეკლათში.10:00დან 17:00საათამდე სოფლებს ძველი სენაკი, ნოქალაქევი, შხეფი, ქ.სენაკში სტალინის ქუცას.


ხობი. 14:30დან 17:00საათამდე აბონენტებს სოფლებში ქარიატა, ყულევი, შუა ხორგა.11:30დან 18:30საათამდე სოფელ საგვიჩიოს.


წალენჯიხა.11:00დან 12:00საათამდე აბონენტებს სოფლებში საჩინო, ლია, ეწერი, ოჭანეს უბანი, დაბა ჯვარი.


ფოთი. 11:00დან 13:00საათამდე აბონენტებს მიქაბერიძის ქუჩაზე.14:00დან 17:00საათამდე გურიის, აკაკი თოფურიას, ჩეხოვის, ჭყონდიდელისა და მიმდებარე ქუჩებზე.


ჩხოროწყუ.11:30დან 18:30საათამდე აბონენტებს სოფლებში ლესიჭინე, ფოცხო, ხაბუმე, ჭოღა.


მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშოების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი