“ენერგო პო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 24 ოქტომბერს, სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
ზუგდიდი – 09:00-19:00 საათამდე 36 740 აბონენტი მთლიანად ქალაქი ზუგდიდი (ცენტრის გარდა), ასევე სოფლებში კახათი, დარჩელი, ყულიშკარი, ცაიში, ნარაზენი და მიმდებარე სოფლებში.
09:00-18:00 საათამდე 398 აბონენტს სოფლებში ჩხორია, ტყაია, ლია და მიმდებარე სოფლებში.
10:20-18:30 საათამდე 1 348 აბონენტს სოფლებში აბასთუმანი, ხეცერა, ორულუ , დიდი ნეძი და მიმდებარე სოფლებში, ხოლო ხობში თორსა-დღვაბაში.
14:30-18:30 საათამდე 142 აბონენტს მოცვლეობით სოფლებში ნარაზენი, ურთა, ცაიში, ხამისკურის ნაწილში.
ფოთი – 10:00-18:00 საათამდე 418 აბონენტს სარსანიას, ტაბიძის, გელა ჯიქიას და მიმდებარე ქუჩებზე. 17:00-18:30 საათამდე 404 აბონენტს გამსახურდიას, ზამბახიძის, რუსთაველის რკალისა და მიმდებარე ქუჩებზე.
აბაშა – 11:00-17:00 საათამდე 198 აბონენტს სოფლებში სუჯუნა, ეწერი, ზანათი.
წალენჯიხა – 09:00-19:00 საათამდე 3466 აბონენტს ქალაქი წალენჯიხა მთლიანად (გარდა ცენტრისა). ასევე სოფლებში ეწერი, ნაცატუ, ლია და მიმდებარე სოფლებში.
11:00-18:00 საათაამდე 470 აბონენტს სოფლებში მიქავა,ზუმი, ნაკიფუ და მიმდებარე სოფლებში.
სენაკი – 09:00-19:00 საათამდე 1639 აბონენტს სოფლებში უშაფათი, კიროვი, ზანა და და მიმდებარე სოფლებში.
11:00-17:00 საათამდე 754 აბონენტს ქ.სენაკში მშვიდობის. ღვინჯილიას, დედის და მიმდებარე ქუჩებზე.
მარტვილი – 11:00-18:30 საათამდე 906 აბონენტს სოფლებში თამაკონი, გურძემი, დოშაყე, დ/ჭყონი და მიმდებარე სოფლებში.
ჩხოროწყუ – 09:00-19:00 საათამდე 7103 აბონენტს სოფლებში ხაბუმე, ჭოღა-ნაფიჩხოვო, ქვედა ჩხოროწყუ, ნაკიანი და მიმდებარე სოფლებში.
ხობი – 09:00-19:00 საათამდე 3128 აბონენტს სოფლებში ხიბულა, ხამისკური, საჯიჯაო და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.