25, 26 და 27 ნოემბერს, სამეგრელოს მოსახელობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

25, 26 და 27 ნოემბერს, სამეგრელოს რეგიონის მოსახელობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო პრო ჯორჯია” ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, 25 და 26  ნოემბერს ენერგომომარაგება შეეზღუდება შემდეგ ქალაქებს და მუნიციპალიტეტებს:

წალენჯიხა  –   08:30-18:30 საათამდე 616 აბონენტს ქ.წალენჯიხაში კოსტავას ქუჩაზე, ასევე სოფლებში ლია, ტყაია, ფახულანი, ოჭანეს უბანში.

27  ნოემბერს  კი ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება:

ზუგდიდი –  10:00-18:30 საათამდე 1541 აბონენტს სოფლებში ჭკადუაში, ლია, ოდიში, ახალკახათი და მიმდებარე სოფლების ნაწილში.

აბაშა – 12:00-16:00 საათამდე 30 აბონენტს სოფელ ნაესაკოვოში.

წალენჯიხა –    08:30-18:30 საათამდე 616 აბონენტს ქ.წალენჯიხაში კოსტავას ქუჩაზე, ასევე სოფლებში ლია, ტყაია, ფახულანი, ოჭანეს უბანში. 11:00-18:00 საათამდე 381 აბონენტს ქ.წალენჯიხაში მიქავას, ლევან II დადიანის ქუჩებზე, ასევე სოფლებში მიქავა,ზუმი,  ნაკიფუ, ჯგალი.

ფოთი – 10:30-13:30 საათამდე 214 აბონენტს ქ.ფოთში  კოსტავას, მაჯანიშვილის, ზერგაიას ქუჩებზე. 11:00-17:00 საათამდე 633 აბონენტს  მორიგეობით რუსთაველის რკალი, 26 მაისის,  სარსანიას, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებზე.

ჩხოროწყუ – 11:00-16:00 საათამდე  1253 აბონენტს ქ.ჩხოროწყუში ქებურიას, ახალაიას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე  სოფლებში კირცხი, ქვედა ჩხოროწყუ, ლეწურწუმე, სარაქონი.

ხობი – 12:00-13:00 საათამდე 636 აბონენტს ქ.ხობში დადიანის ქუჩის ნაწილი, ასევე სოფლებში ჭალადიდი, შუა ხორგა, პატარა ფოთი. 12:00-18:00 საათამდე 72 აბონენტს სოფლებში ჭალადიდის და   ახალი სოფლის ნაწილში.

მარტვილი – 11:00-17:00 საათამდე 1419 აბონენტს სოფლებში ტალერი, კურზუ, დ/ჭყონი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი