ხვალ, 25 აგვისტოს, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, ელექტრო ენერგიის გათიშვის მიზეზი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
ფოთი – 06:00-07:30 საათამდე, გურიის, ზ.გამსახურდიას, ნინოშვილის და მიმდებარე ქუჩების 3 882 აბონენტს.
ზუგდიდი – 09:30-18:30 საათამდე, ბერიას, ღურწკაიას, ბერიას, გორკის, და მიმდებარე ქუჩებზე 186 აბონენტს.
ზუგდიდი მუნიციპალიტეტი – 10:00-18:30 საათამდე, სოფლებში ანაკლია, განმუხური, დარჩელის ნაწილის, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიის 1 186 აბონენტს. 10:30-18:30 საათამდე, 1699 აბონენტს სოფლებში: რუხი, რიყე, ტყაიას ნაწილი და ნაწულუკუ. 12:00-18:30 საათამდე კი 223 აბონენტს სოფელ ჭაქვინჯში.
წალენჯიხა – 10:00დან 18:00 საათამდე, კალანდიას, ყაზბეგის და სტალინის ქუჩების 66 აბონენტს.
მესტია – 11:00-17:00 საათამდე, ზარდალში, ჟიბიანი, მულახი და მიმდებარე სოფლების 16 აბონენტს.
აბაშა – 11:30-17:00 საათამდე, მაიდანი, სამიქაო, სეფიეთი და მიმდებარე სოფლების 1 643 აბონენტს.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ ელექტროენერგია ჩვეულ რეჟიმში აღდგება.