25 იანვარს, სამეგრელოს მოსახლეობას ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება

25 იანვარს, სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო პრო ჯორჯია” ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ენერგომომარაგების შეზღუდვის მიზეზი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

 

ზუგდიდი –  12:00-18:30 საათამდე 670 აბონენტს სოფლებში კორცხელი, ბაში, ზედაეწერი, ოდიში და მიმდებარე სოფლებში. 17:00 დან 18:00 საათამდე 260 აბონენტს ქ.ზუგდიდში ბერია ქუჩა, სოფლებში ანაკლია, განმუხური, დარჩელი.

ფოთი – 10:50-16:00 საათამდე 228 აბონენტს ქ.ფოთში თავდადებულის, დუმბაძის, ერეკლე II და  მიმდებარე ქუჩებზე.

აბაშა – 12:00-15:00 საათამდე 99 აბონენტს ქ.აბაშაში იოსელიანის, ცანავას, ნინოშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე კვათანაში.

მარტვილი – 11:00-18:00 საათამდე   3501 აბონენტს   სოფლებში ბანძა, ლეხაინდრაო, ნაჯახაო, აბედათი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი