25 ივლისს, “ენერგო პრო ჯორჯია”-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

25 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდი. 11:00-18:30 საათამდე 1297 აბონენტს ზუგდიდში რუსთაველის, თამარ მეფის, ივერიელის, თავისუფლების, ლაზის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ინგირი, ჭითაწყარი, კოლხიდა, ახალსოფელი. 12:30 დან 16:30 საათამდე 754 აბონენტს სოფლებში ორულუ, დიდინეძი, ერგეტა და მიმდებარე სოფლების ნაწილში, ასევე ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი თორსა-დღვაბაში.

წალენჯიხა. 11:00-18:00 საათამდე 430 აბონენტს სოფლებში ჯგალი, საჩინო,ობუჯი,  ჯვარის ნაწილში, წალენჯიხაში ლევან II დადიანის და წმ.ნინოს  ქუჩებზე.

აბაშა. 11:00 – 18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 483 აბონენტს სოფლებში ტყვირი, ნაესაკოვო, წყემი, ძიგური და მიმდებარე სოფლებში, ქ.აბაშაში აკაკის IV შესახვევში.

სენაკი.12:00-18:30 საათამდე მონაკვეთში  მონაცვლეობით 805 აბონენტს  სოფლებში ლეძაძამე, უშაფათი, ფოცხო, ზანა.

ფოთი. 13:00-16:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 479 აბონენტს ბესიკის, მოწერელიას, პუშკინის, დუმბაძის და მიმდებარე ქუჩებზე.  06:00დან 09:00 საათამდე 3909 აბონენტს გურიის, ზ.გამსახურდიას, ნინოშვილის, ბარათაშვილისა და მიმდებარე ქუჩებზე.

მარტვილი. 10:40-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 232 აბონენტს სოფლებში ვედიდკარი, გურძემი, კიწია  და მიმდებარე სოფლებში.

მესტია. 09:00-18:00 საათამდე აბონენტების ნაწილს სოფლებში ჟიბიანი, ბოგრეში, ლალხორალი, წვიმრი, ზარდალში.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი