25 ივნისიდან, 28 სექტემბრამდე სამეგრელო-ზემო სვანეთში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი

25 ივნისიდან, სექტემბრის ბოლო რიცხვებამდე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სხვხდასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიებები გაიმართება.

ღონისძიებებთან დაკავშირებით, პროგრამების კალენდარს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ზუგდიდი

► 25 ივნისი 19:00 საათი – აბსამბლ ,,ივერიის“ 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. [ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის საკონცერტო დარბაზი] დასწრება თავისუფალია.
► 30 ივნისი 19:00 საათი – ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილების კონცერტი, პროექტ „Check in Georgia”-ს ფარგლებში [ხელოვნებისა და კულტურის განვითრების ცენტრის საკონცერტო დარბაზი] ფასი: 25-30 ლარი,
► 6 ივლისი, ანაკლია, საერთაშორისო ფესტივალი ,, ART-კოლხი“. დასწრება თავისუფალია.
► 13 ივლისი, ეზოთბილისის ,,ბიგ-ბენდი“ და ქართული ხმები, პროექტ „Check in Georgia”-ს ფარგლებში. დადიანების სასახლის ეზო. დასწრება თავისუფალია.
► 29 ივლისი, 19 საათი – თავისუფალი თეატრის სპექტაკლი „ჯინსების თაობა“. ორგანიზატორი “ART-UNIVERSAL”, ბილეთის ფასი 20 ლარი.
30 ივნისი – 14:00 გრანდიოზული სანახაობები ბავშვებისთვის: ფერების ფესტივალი [რუხის სავაჭრო ცენტრი] დასწრება თავისუფალია.
► 11 ივლისი, 19:00 კონცერტი: ჯგუფი Green Mama [რუხის სავაჭრო ცენტრი] დასწრება თავისუფალია.
► 15 ივლისი, 22:00 კონცერტი: ჯგუფი Under Seven, 23:00 ელექტრონული მუსიკის კონცერტი: TSU ART, [რუხის სავაჭრო ცენტრი] დასწრება თავისუფალია.
► 4 აგვისტო, დათო ევგენიძისა და ბენდის კონცერტი, პროექტ „Check in Georgia”-ს ფარგლებში. დადიანების სასახლის ეზო. დასწრება თავისუფალია.
► 23-26 აგვისტო – ანაკლია მუსიკალური ფესტივალი „EchoWaves“ – EXIT- ის ქოლგის ქვეშ.
► 30-31 აგვისტო – აჯიკის ფესტივალი – ქალაქის ცენტრალური პარკი (სკეიტ პარკი). დასწრება თავისუფალია.
► სექტემბერი (თარიღი ზუსტდება) ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი საკონცერტო დარბაზი, თამაზ მოსიას ვარსკვლავის გახსნა. დასწრება თავისუფალია.
► 15 სექტემბერი – ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავი კონცერტი, ქალაქის ცენტრალური პარკი (სკეიტ პარკი). დასწრება თავისუფალია.

ფოთი

► 25 ივნისი-20:00 საათი-ფოთის ცენტრალური პარკი- საესტარდო სტუდია „ენკი-ბენკი“-ს და „მელოდია“-ს საზაფხულო კონცერტი. დასწრება თავისუფალია.
► 27 ივნისი-20 საათი-რუსთაველის რკალი-საესტრადო სტუდია“ანა-ბანა“-ს და სამეჯლისო სპორტული ცეკვების სტუდია“მზის გული“-ს საზაფხულო კონცერტი. დასწრება თავისუფალია.
► 29-30 ივნისი-19:00 საათი-ფოთის ცენტრალური პარკი-„კოლხურ-ლაზური“ფოლკლორული ფესტივალი ,ანსამბლი“სამება“,ანსამბლი“ფაზისი“. დასწრება თავისუფალია.
16 ივლისი ფოთი – ბიგბენდის კონცერტი. ტარდება პროექტ „Check in Georgia”-ს ფარგლებში. დასწრება თავისუფალია.
► 18-20 ივლისი-11 საათი – ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი;
► 15-16 ივლისი-12 საათი – ტიხრული მინანქრის ნამუშევრების გამოფენა(მხატვრები: გურანდა კუპრეიშვილი და ჯიმი ლომინაძე) -ფოთის საკათედრო ტაძრის სამრევლო დარბაზი. დასწრება თავისუფალია.
► 16 ივლისი-21 საათი-ფოთის ცენტრალური პარკი – ანსამბლ ,,ქართული ხმების’’ კონცერტი. დასწრება თავისუფალია.
► 12 აგვისტო-ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე. დასწრება თავისუფალია.
► 2-9 სექტემბერი-10 საათი-მალთაყვის სანაპირო – ქალაქ ფოთის ღია პირველობა პლაჟის ფეხბურთში;
► 6 ოქტომბერი ფოთი რეგგიონლური ფოლკ ფესტივალი „ფუძეობა“.ტარდება პროექტ „Check in Georgia”-ს ფარგლებში. დასწრება თავისუფალია.

მესტია

► 29 ივლისი, 13 საათიდან ––– ფესტივალი „სვანეთობა 2018“, რომლის ფარგლებში სეტის სკვერში გაიმართება ტრადიციული სვანური სამზარეულოსა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. ადგილობრივ მოსახლეობას, ჩამოსულ ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ფესტივალის მიმდინარეობისას მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების პავილიონებთან დააგემოვნონ სვანური ტრადიციული სამზარეულო, ასევე დაათვალიერონ პავილიონებში წარმოდგენილი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები. გამოფენის პარალელურად იქნება კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები. ,,სვანეთობა 2018“ ,,CHEK IN GEORGIA”-ს ფარგლებში უმასპინძლებს რეგიონალურ ფოლკლორულ ფესტივალ „ფუძეობა“-ს, სადაც მონაწილეობას მიიღებს მომღერალი ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე და ნიკოლოზ რაჭველი და სახ. სიმფონიური ორკესტრი. სეტის მოედანი, დასწრება თავისუფალია.

► 14 ივლისი – ლეგენდარული ქართული ხმების და ბიგ–ბენდის ერთობლივი კონცერტი. 18:30; სეტის მოედანი – დასწრება თავისუფალია.

► 11 აგვისტო – მიხეილ კალატოზოვის ფილმის ,,სვანური მარილის“ (ჯიმ შვანთე)– ს ჩვენება ელექტრონული მუსიკის თანხლებით (კომპოზიტორი/შემსრულებელი–გოგი ძოძუაშვილი), რომელიც ტარდება ,,Check in Georgia”- ს ფარგლებში. კინოჩვენების ხანგრძლივობა–1 საათი. ჩატარების ადგილი: სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი. დასწრება თავისუფალია.

► 4 სექტემბერი, 18 საათი – ბრაზილიური მუსიკის საღამო ჩატარების დრო და ადგილი: სეტის მოედანი, დასწრება თავისუფალია.

► 17 სექტემბერი, 18 საათი – ლატვიური ფოლკლორული ცეკვის ფესტივალი, ანსამბლები “საიმე” და “მადარა”. სეტის მოედანი, დასწრება თავისუფალია.

აბაშა

► 26 ივნისი, 18:00 18:00 საათი, ლაშა ღლონტის კონცერტი – კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში – ბილეთის ღირებულებაა 10 ლარი.

► 7 ივლისი, 18:00 საათი – აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის, ,,ანანურის“ კონცერტი. ქორეოგრაფიული ანსამბლის საკონცერტო პროგრამა მოიცავს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცეკვებს. დასწრება თავისუფალია.

► 19 ივლისი, 17:00 საათიდან – აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაიწყება ფოლკლორის მე-3 საერთაშორისო ფესტივალის, ,,ლეგენდა მარტვილზე“ აბაშის ტური. ფესტივალის ფარგლებში, აბაშა, როგორც ერთ-ერთი თანაორგანიზატორი, მასპინძლობს ფოლკლორულ ანსამბლებსა და ჯგუფებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, გაიმართება ეროვნულ სამოსში გამოწყობილ მონაწილეთა მსვლელობა და ერთობლივი კონცერტი. დასწრება თავისუფალია.

► 13-24 აგვისტო, აბაშის N 1 საჯარო სკოლასა და ა(ა)იპ- აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში იმუშავებს აბაშის საზაფხულო-საყმაწვილო კინოსკოლა. პროექტი ხორციელდება ასოციაცია ,,სინერამას“ მიერ, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში ტარდება ლექციები: კინოს ისტორიაზე, რეჟისურაზე, სცენარის წერასა და სიუჟეტის განვითარებაზე, კინოპროდიუსინგზე. სკოლას სტუმრობენ და მასტერკლასებს ატარებენ თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობები და რეჟისორები. ნორჩი კინემატოგრაფისტების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალებზე.

► 29-31 აგვისტო, პროექტი ,,ახალგაზრდული დღეები“, ღონისძიებით გათვალისწინებულია შემდეგი აქტივობები: ინტელექტუალური თამაში, დისკუსია, ქუჩის ხელოვნება-კედლის მოხატვა, სპორტული აქტივობები (მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, მკლავჭიდი, ქუჩის კალათბურთი, ბოჩა), ქალაქური თამაში ,,SITY GAMS”, ახალგაზრდული კონცერტი და ფერების ფესტივალი. დასწრება თავისუფალია.

► 11 სექტემბერი, 16:00 საათზე, კეთილარის თემში, სოფ. გულეიკარი, გაიმართება დღესასწაული ,,გულიერობა“, მრავალი ათეული წლის შემდეგ, შარშან, პირველად გაიმართა სოფლის ტრადიციული დღესასწაული ,,გულიერობა“; დღესასწაულის პროგრამაშია: საზეიმო მსვლელობა გულეიკარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიიდან, ტურნირი ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში და ფოკლორული კონცერტი. დასწრება თავისუფალია

► 12-15 სექტემბერი, აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში გაიმართება, აბაშის მე-2 საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალი. კინოფესტივალის ორგანიზატორია ასოციაცია „სინერამა“, მხარდამჭერები – აბაშის მუნიციპალიტეტი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და კომპანია „ააპლასტი“. გასულ წელს კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნა 36 ქვეყნის 180 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელსაც აფასებდა საერთაშორისო ჟიური. ფესტივალს სტუმრობდნენ დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნებიდან. საკონკურსო ფილმების ჩვენებასთან ერთად საფესტივალო პროგრამა ითვალისწინებს ექსკურსიებს, ფოკლორულ კონცერტებს. დასწრება თავისუფალია.

► 29-30 სექტემბერი, 15 საათზე, ტყვირის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ეზოში ჩატარდება საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიება ,,ჩვენი საუნჯე“, ღონისძიება ტარდება ევროპის მემკვიდრეობის დღეების პროგრამის ფარგლებში და ითვალისწინებს თემატურ ფოტო-გამოფენას: ,,აბაშის ისტორიული ძეგლები“ და ,,მეგრული ოდები“. დასწრება თავისუფალია.

მარტვილი

► 16-21 ივლისი – ,,ლეგენდა მარტვილზე“ – ფოლკლორის III საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალში მონაწილეობს მსოფლიოს 4 სახვადასხვა (ჩეხეთი; პერუ; რუმინეთი; ბელორუსია;) ქვეყნის და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი.

► 12 აგვისტო – ახალგაზრდობის საერთაშორის დღე – ღონისძიების ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სპორტული და საგანმანათლებლო აქტივობები.

► 25 სექტემბერი – ,,ჭყონდიდლობა“ – საერო და საეკლესიო დღესასწაული, ღონისძიების ფარგლებში ქალაქის ცენტრში გაიმართება სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობა.

► 28, 29, 30 სექტემბერი – ,,სალხინოს სასახლის კამერატა“ – კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ინტერნაციონალური კამერული ორკესტრები.

სენაკი:

► 28 ივნისი- ქორეოგრაფიის დღის აღვნიშვნა – მუნიციპალიტეტში არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით ჩატარდება კონცერტი და საზეიმო მსვლელობა. დასწრება თავისუფალია.

► 4 ივლისი-1 აგვისტო – ნოქალაქევის საზაფხულო სკოლა – სენაკის საჯარო და კერძო სკოლების მე-11 – მე-12 კლასის მოსწავლეებს ევროპის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები და სტუდენტები ჩაუტარებენ გაკვეთილებს ინგლისურ ენაში. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ არქეოლოგიურ გათხრაში. მოეწყობა ექსკურსიები.

► 12 აგვისტო – ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე -ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ცნობილი საესტრადო მომღერლების მონაწილეობით გაიმართება გალა-კონცერტი. ახალგაზრდების ჩართულობით ჩატარდება სხვადასხვა სპორტული აქტივობები. დასწრება თავისუფალია.

ჩხოროწყუ

► 12 ივლისიდან-25 აგვისტოს ჩათვლით – ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების და კულტურულ შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის მიზნით: სხვადასხვა შინაარსის კონკურსები, კონფერენციები და კინოჩვენებები გამართება ჩხოროწყუს ცენტრში

► 20 ივლისს – 22 აგვისტოს- 28 სექტემბერს – ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? (ჩხოროწყუ, სოფ.ხაბუმე, ლესიჭინე, მუხური)

► 30 ივლისი – მეგრული ფოლკლორის საღამო. გაიმართება სოფელ ახუთში, კუხალაშვილების ოდაში

► 1 ივნისი – 24-აგვისტო – მხიარული სტარტები სამივე ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდება დაბა ჩხოროწყუს ხელოვნურსაფარიან მოედანზე.

► 18-27 აგვისტო – „ახალგაზრდული დღეები 2018“ ჩატარდება დაბა ჩხოროწყუში, ლესიჭინეში, მუხურში, ხაბუმეში, ნაფიჩხოვოში

► 30 აგვისტო – 18 სექტემბერი – სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები გაიმართება ლუგელას ხეობაში

► 15 აგვისტო – ღია რეგიონალური ტურნირი ,,მენჩრუა 2018″ ჩატარდება სოფელი მუხურში

► 15 აგვისტო – შეჯიბრება ლახტსა და საჯილდაო ქვის აწევაში ჩატარდება სოფელი მუხურში

► 21 სექტემბერი – მუნიციპალიტეტის პირველობა ცხენოსნობის ეროვნულ სახეებში გაიმართება სოფელი ნაფიჩხოვოში.

წალენჯიხა

► 4 ივლისი ,,ახალგაზრდული ფესტივალი – 2018“

► 2 ივლისი სპექტაკლი „ შენ ჩემი მამახარ და უნდა გადარჩე“

► 5 აგვისტოდან -5 სექტემბრამდე ,,სტუდენტური არდადეგები – 2018“, სადაც ყოველწლიურად 250 – 300-მდე სტუდენტი ღებულობს მონაწილეობას.

► აგვისტო- ,,ლექსო ამოგთქომ ოხერო!“ მექრული პოეზიის საღამო.( ბოჩია კოკაია, მანანა კაკაჩია, ვალერ ძაძამია, ლიანა ანთია, ეკა ზარანდია)

► 27 აგვისტო – ლიტერატურული საღამო-„დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ“

► სექტემბერი- ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა- გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება მალხაზ ზარანდიას, რიმა კვარაცხელიას, გულიკო კაკაჩიას, ლეონიდე ღვინჯილიას ნამუშევრები (ხეზე კვეთა, გობელინები).

ხობი

► 26-30 ივნისი – შიდა სასკოლო ტურნირი ბილიარდში – სასპორტო სკოლა

► ივლისის ბოლო კვირა – მხიარულთა და საზრიანთა კლუბების თამაშები (სათემო, ზონალური და მუნიციპალური თამაშები) მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი.

► 12 აგვისტო – საეკლესიო-სახალხო დღესასწაული “ცოტნეობა 2018“ – 12 აგვისტო – მიმდინარეობს ადგილის დაზუსტება

► 24-28 სექტემბერი – ხალხური რეწვის, დეკორისა და გობელენის გამოფენა – კულტურის სახლის ფოიე

► სექტემბერის ბოლო კვირა – ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ცხენოსნობაში, მარულა-მალანურობის ტრადიციის აღდგენა – ხობი, გურიფული

კომენტარები

დატოვე კომენტარი