25 ნოემბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიასქსელში ჩართულ აბონენტებს.

ზუგდიდში – 11:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ერგეტას, დარჩელს, რუხს, ახ.აბასთუმანს, ინგირს, რიყესა და მიმდებარე სოფლებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი