26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს მიიღო და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

ამას, 1921 წელს, საქართველოში წითელი არმიის შემოჭრა და ქვეყნის ანექსია მოჰყვა, რის შემდეგაც, საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა ემიგრაციაში წავიდა.

ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად დაიბრუნა. ხოლო 1991 წლის 9 აპრილს, ძალაში შევიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი