26 დეკემბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 26 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ:

ზუგდიდი. 10:30დან 18:30საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით აბონენტებს -აბონენტებს ქ.ზუგდიდში ბარამიას, გამსახურდიას, გრიშაშვილის, ბენდელიანის, აღმაშენებლის, გამარჯვების, რ.თაბუკაშვილის, ქირიას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებს კოლხიდა, ჭითაწყარი, ახალსოფელი, შამგონა, კახათი, ინგირი და მიმდებარე სოფლებს.

ხობი. 11:30დან 16:00საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით -აბონენტებს დადიანის, სამეგრელოს, გურამიშვილის,თამარ მეფის, მეუნარგიასა და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს მეორე ჭიხუ, კოლხეთი, გურიფული და მიმდებარე სოფლებს.

ჩხოროწყუ. 11:00დან 18:00საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს ჩხოროწყუში კ.გამსახურდიას, კოსტავას, რუსთაველის, გრიგოლიას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებს ხაბუმე, გარახა, ნაკიანს.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი