გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს:
ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ჭითაწყარს, ნარაზენს, დარჩელს, ერგეტასა და მიმდებარე სოფლებს.
ფოთში – 13:00-დან 16:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: აღმაშენებელის, პუშკინის, გეგიძის, თამარ მეფისა და მიმდებარე ქუჩებს, ასევე 9 აპრილის ხეივანს.
აბაშაში – 12:00-დან 15:00 საათამდე სოფლებს: მარანსა და გაუწყინარს, ასევე აკაკის მეოთხე შესახვევს.
ხობში – 10:30-დან 16:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ნოჯიხევს, ჭალადიდს, ყულევს, ქარიატას, ხიბულასა და მიმდებარე სოფლებს, ასევე ბარათაშვილის, დადიანისა და მიმდებარე ქუჩებს.
წალენჯიხაში – 11:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ლიას, ტყაიას, ფახულანსა და მიმდებარე სოფლებს.
მარტვილში – 11:30-დან 18:30 საათამდე სოფლებს: თამაკონს, ნახურცილაოს, გურძემს, ჭყონსა და დიდჭყონს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.