“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 26 იანვარს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს. შეზღუდვები ეხება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე 1017 აბონენტს ქ.ზუგდიდში ბერიას, ჩიტაძის, სამეგრელოს და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფელ ოდიშის ნაწილში. 13:00-18:30 საათამდე 355 აბონენტს ქ.ზუგდიდში რუსთაველის, მარცხენა სანაპირო, კედიას, ქუჯის და მიმდებარე ქუჩებზე.
სენაკი – 10:35-18:00 საათამდე 351 აბონენტს სოფლებში თეკლათი, უშაფათი, ფოცხო და მიმდებარე სოფლებში.
მარტვილი – 11:00-17:00 საათამდე 888 აბონენტს სოფლებში კიწია, გურძემი, ნოღა და მიმდებარე სოფლებში. 11:00-13:00 საათამდე 223 აბონენტს სოფლებში ბანძა, ონოღია,ხუნწი და მიმდებარე სოფლებში.
ხობი – 14:15-18:30 საათამდე 240 აბონენტს სოფლებში ძველი და ახალი ხიბულა.
ფოთი – 11:00-15:00 საათამდე 271 აბონენტს ქ.ფოთში ნიკოლაძის სანაპირო, ჩხეიძის, ბაგრატიონის და მიმდებარე ქუჩებზე.
წალენჯიხა – 11:35-18:00 საათამდე 1280 აბონენტს ქ.წალენჯიხაში ლევან IIდადიანის, 26 მაისის ქუჩებზე, სოფლებში ობუჯი, ნაკიფუ, ფახულანი და მიმდებარე სოფლებში, ზუგდიდის სოფლებში კორცხელი და ნაცატუში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.