გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
სენაკში – 09:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს:ნოსირს,ძველ სენაკს,ნოქალაქევს,სხეფს,ხორშისა და მიმდებარე სოფლებს. ასევე ჭავჭავაძის, ასათიანის, რუსთაველის, მშვიდობის, ღვინჯილიასა და მიმდებარე ქუჩებს.
ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ორულუს, ანაკლიას, ყულიშკარს, კოლხიდას, რუხსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე რ.თაბუკაშვილის, დავით აღმაშენებელისა და მიმდებარე ქუჩებს.
ფოთში – 12:00-დან 17:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ჭანტურიას, კოსტავას, ლერმონტოვის, ნ.ჟვანიასა და მიმდებარე ქუჩებს.
მარტვილში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ნაგვაზაოს, ბანძას, ვედიდკარს, თამაკონს, ჭყონსა და მიმდებარე სოფლებს.
ხობში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს:ახალ ხიბულას, კირცხისა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

