26 სექტემბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ზუგდიდში – 08:00-დან 18:30 საათამდე ონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ცაიშს, ურთას,ჭკადუაშს,ლიას,ჭითწყარს,კოლხიდასა და მიმდებარე სოფლებს.ასევე ბუკიას, რუსთაველისა და მიმდებარე ქუჩებს.

ფოთში – 10:30-დან 18:30 საათამდე ონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: აღმაშენებელის,გორგასალის,ბარათაშვილის,ჭყონდიდელის,მელიქიშვილის,თავდადებულის,ჩიტაძისა და მიმდებარე ქუჩებს.ასევე 9 აპრილის ხეივანს.

მარტვილში – 10:30-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: სერგიეთს, ხუნწს,ტალერს,სალხინოს,დოშაყეს,ნოღასა და მიმდებარე სოფლებს.

აბაშაში – 12:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ტყვირს,მარანს,კეთილნარსა და მიმდებარე სოფლებს.

ხობში – 08:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: თორსას,ხეთას, ხამისქურსა და მიმდებარე სოფლებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი