გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდში – ელექტრო ქსელში სისტემური სამუშაოების გამო 10:00დან 17:00საათამდე აბონენტებს ქ.ზუგდიდის სოფლებში ურთა, ნარაზენი, კოლხიდა, აბასთუმანი და მიმდებარე სოფლებს, ქ.ზუგდიდში აღმაშენებლის ქუჩას. 11:00დან 18:00საათამდე აბონენტებს სოფლებში რუხი, რიყე, ოდიში, ქ.ზუგდიდში ჭავჭავაძის, ჩიქოვანის, სოხუმის, ბორჯომის, კოსტავას, გორკის და მიმდებარე ქუჩებს.


ხობში – ელექტრო ქსელში სისტემური სამუშაოების გამო 10:00დან 17:00საათამდე აბონენტებს სოფლებში ხეთა, ხამისკური, თორსა, ოქროს საწმისი და მიმდებარე სოფლებში.


წალენჯიხაში – 11:00დან 18:00საათამდე აბონენტებს სოფლებში საჩინო, ლია, ეწერი და მიმდებარე სოფლებს,ოჭანეს უბანი, დაბა ჯვარის ნაწილს.


მესტიაში – 12:00დან 17:00საათამდე აბონენტებს სოფლებში ჯორკვალი, ხაიში და მიმდებარე სოფლებს.

სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი