გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ორსანტიას, კოკისა მიმდებარე სოფლებს. ასევე აღმაშენებელის, ქირიას, ვაჟა-ფშაველასა და მიმდებარე ქუჩებს.
ფოთში – 10:30-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: თამარ მეფის,გორგასალის, თავდადებულისა და მიმდებარე ქუჩებს. ასევე კოკაიას ხეივანს.
სენაკში – 11:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: რუსთაველის, აღმაშენებელის, ცერცვაძისა და მიმდებარე ქუჩებს.
წალენჯიხაში – 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: კვარს, ფოცხოს, ჭალესა და მიმდებარე სოფლებს.
აბაშაში – 12:00-დან 15:00 საათამდე ქუჩებს: თავისუფლების, აკაკის, დ.კაჭარავასა და მიმდებარე ქუჩებს.
ხობში – 11:00-დან 14:00 საათამდე სოფლებს: საჭოჭუოს, ჭალადიდსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.